რაგბი | ორი ქართველის ლელო ერთ მატჩში – „ორიაკში“ თავი აბჟანდაძემ და მჭედლიძემ გამოიჩინეს [ვიდეო] #1TVSPORT

02:24, 18.09.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეოთხე ტური „ორიაკისა“ და „ბრივის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც ორმა ქართველმა გამოიჩინა თავი.

„ორიაკმა“ სამი ლელოს დადება მოახერხა, რომელთაგან ორი თედო აბჟანდაძისა და ირაკლი მჭედლიძის ანგარიშზეა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა – „ბრივის“ მორაგბეებმა ბოლო წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს და მინიმალური ანგარიშით, 29:28 მოიგეს.

ეს აბჟანდიძისა და მჭედლიძისთვის მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა, ამას გარდა აბჟანდაძის ანგარიშზე ერთი ჯარიმა და ორი გარდასახვაა (სულ 17 ქულა).

მსგავსი