რაგბი | ბაჩუკი ჭუმბაძის პირველი ლელო ინგლისის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

13:27, 12.10.2026

ინგლისის სარაგბო ჩემპიონატში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. „ექსეტერ ჩიფსმა“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ უმასპინძლა და ინგლისის პრემიერშიპის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ბაჩუკი ჭუმბაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 50-ე წუთზე შევიდა, 75-ეზე კი თავი ლელოთი გამოიჩინა – ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში.

„ექსეტერმა“ მეტოქე 34:28 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

მსგავსი