სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოშო დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ასპარეზობენ.
წონის და ტურნირის პირველმა ნომერმა ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში ალბანელი ინდრიტ კულაი გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი კი მე-2 წრეში ფინელ ოსკარ მაკინენს დაუპირისპირდება.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
დღეს წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო. ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.