შავ ზღვაში კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა
შავ ზღვაში კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

შავ ზღვაში კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა. ხომალდმა სახელწოდებით Carney ბოსფორის სრუტე გაიარა და შავ ზღვაში მყოფ კიდევ ერთ ამერიკულ გემს Ross-ს შეუერთდა – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტი ავრცელებს.

„Carney შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საზღვაო ოპერაციებში ჩაერთვება. გემი შავ ზღვაში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შევიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიცე-ადმირალ ქრისტოფერ გრედის თქმით, შავი ზღვა აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, ხოლო აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მობილურ გემებს შეუძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვან აშშ-ის ინტერესები.

„შავ ზღვაში ამერიკული გემების ყოფნა ნათელი დემონსტრირებაა, რომ აშშ-ი რეგიონში სტაბილურობას და პარტნიორების საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას უჭერს მხარს. ასევე,  NATO-ს პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო გემი Carney აღჭურვილია ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა Aegis-ით, ასევე რაკეტებით Tomahawk და Harpoon, ასევე საჰაერო და წყალქვეშა თავდაცვითი სისტემებით. გემით ორი საბრძოლო ვერტმფრენის გადატანაც არის შესაძლებელი.