შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთაგან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

22:46, 23.08.2020

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ორი მგზავრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ კლინიკაში კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი