შარლ მიშელი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დამტკიცება სრულად არ ასახავს საერთაშორისო და შიდა მოთამაშეებთან კონსულტაციების შედეგებს, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა
შარლ მიშელი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დამტკიცება სრულად არ ასახავს საერთაშორისო და შიდა მოთამაშეებთან კონსულტაციების შედეგებს, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარ მიშელის განცხადებით, სასამართლო რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი ნაწილი და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პირობა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დამტკიცება არ ასახავს სრულად საერთაშორისო და შიდა მოთამაშეებთან კონსულტაციების შედეგებს.

„პროგრესი კანონის უზენაესობის გაძლიერებაში პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების გზით არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. სასამართლო რეფორმა არის აპრილის შეთანხმების ძირითადი ნაწილი და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პირობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დამტკიცება არ ასახავს სრულად საერთაშორისო და შიდა მოთამაშეებთან კონსულტაციების შედეგებს. ეს იყო აშკარად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელის განმარტებით, ბათუმში დღეს გამართულ ყველა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში იმ ცენტრალურ როლს, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს აქვს.

„უმცირესობების უფლებები არ არის უმნიშვნელო საკითხი. მრავალფეროვნების, ადამიანის ღირსების პატივისცემა არის არსებითი ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის და მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.