შარლ მიშელი – უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ოდესაზე თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია

22:07, 06.03.2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ოდესაზე თავდასხმა, უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს კრემლის სცენარისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ურყევია“,- წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, ოდესაში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.

 

მსგავსი