მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა, პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, „სპაის გელზის“ (Spice Girls) საკულტო სიმღერის, „უანაბის“ (Wannabe) ახალ ვერსიაშიგადაიღეს.
31 წლის ჩოგბურთელთან ერთად, კლიპში მონაწილეობას იღებენ ჟურნალ „ვოუგის“ (Vogue) სხვა გმირები, მათ შორის პოლონელი მოდელი მაგდალენა ფრაკოვიაკი და ამერიკელი ბიზნესმენი ოლივია პალერმო.
„დიახ, ამ ვიდეოში მონაწილეობა ოდნავ უხერხულობას იწვევდა. საბოლოოდ, აგერ არის“, – დაწერა შარაპოვამ თავის „ტვიტერზე“.