შანხაის ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
22:38, 26.11.2017
„შანხაი ტროპი 2017“ წელს რიგით მეხუთე საერთაშორისო ტურნირი იყო. შეჯიბრი საერთაშორისო ტურნირის სტატუსით წელს მეორედ ჩატარდა და აქ ვაჟთა, გოგონათა, სპორტული წყვილების, სპორტული ცეკვებისა და სინქრონული ციგურაობის კატეგორიაში სულ 12 ქვეყნის 130 სპორტსმენი გამოდიოდა.
ქართველმა სპორტსმენმა, მორის ყვითელაშვილმა ამჯერადაც წარმატებულად იასპარეზა. მორის ყვითელაშვილმა ტურნირზე თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 157,58 ქულა მიიღო და
„შანხაი ტროპი 2017“-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ ტურნირზე, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე, საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი სალომე ჩიგოგიძე მსაჯობდა.