შანიძის ქუჩაზე ჩავარდნილი გზის აღდგენა დღეს ღამითვე დაიწყება
შანიძის ქუჩაზე ჩავარდნილი გზის აღდგენა დღეს ღამითვე დაიწყება

შანიძის ქუჩაზე, სადაც გზის საფარის ნაწილი ჩავარდა, მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები მივიდნენ.

ადგილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობა ახორციელებს. გზის საფარის დაგება უამინდობის გამო დროებით შეჩერებულია.

მთაწმინდის გამგებლის მოადგილის, ლევან ბაჩიაშვილის ინფორმაციით, გზის ნაწილის დაზიანება წვიმამ გამოიწვია.

მისივე თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე, დადგინდება შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზები.

თბილისში, შანიძის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი რამდენიმე საათის წინ ჩაინგრა.