თბილისში, შანიძის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. გზის ნაწილის ჩანგრევის შედეგად, ორმოში აღმოჩნდა სამგზავრო ავტობუსის უკანა ბორბალი, რომელიც ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
მომხდარის დროს ავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შანიძის ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.