შალვა შავგულიძე სააკაშვილის მხარდაჭერაზე - მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა
შალვა შავგულიძე სააკაშვილის მხარდაჭერაზე - მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა

მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მხარდაჭერას მიესალმება.

„არამარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მრავალმა პოლიტიკურმა პერსონამ გამოხატა ასეთი პოზიცია. ასეთი პოზიცია გამოხატა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ასევე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, ჩვენი გუნდის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ა.შ.

თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა“, – აცხადებს შალვა შავგულიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

შალვა შავგულიძეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს. სააკაშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის. ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, ლადო კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422). ​