მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს და მთაწმინდაზეც უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე
მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერთ შალვა შავგულიძეს და მთაწმინდაზეც უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სანდრა რულოვსი კონსულტაციებს აწარმოებს ყველა ლიდერთან.

„ახლა უნდა გადავიდეთ შემდგომ გეგმაზ. მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც. სანდრა კონსულტაციებს აწარმოებს ყველა ლიდერთან, მთავარია, რას ვეტყვით ჩვენ ხალხს. ხალხი ითხოვს შველას, დახსნას, ხალხი ითხოვს ორგანიზებას და არა – გაჩერებას. ხელების ჩამოშვებაზე და დანანებებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ამიტომ სანდრა და სხვა ბევრი წავა, მოივლის მთელ საქართველოს, ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დაიწყებს ხალხის ორგანიზებას, რადგან შემდგომში ისინი გადამწყვეტ მომენტში მიიყვანონ შუშის სასახლესთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი