შალვა პაპუაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ გვესმოდა პრეტენზიები პრემიერ-მინისტრობაზე, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ეს პრეტენზიები რეალობას არ შეესაბამება და მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან
შალვა პაპუაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ გვესმოდა პრეტენზიები პრემიერ-მინისტრობაზე, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ეს პრეტენზიები რეალობას არ შეესაბამება და მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან

„ერთია მესამე ძალაზე სახელწოდება და მეორეა შინაარსი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუშვილმა „მესამე ძალის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ძალას“ მათ სურს სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნა, საქმიანობა შინაარსით უნდა დატვირთონ

„მჭექარე სახელწოდებით ბევრი გვინახავს, მაგრამ ნულოვანი შინაარსით. თუ მათ სურთ სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნა, საქმიანობა შინაარსით უნდა დატვირთონ. აქამდე „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ გვესმოდა პრეტენზიები პრემიერ-მინისტრის პოსტზე, როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ, რომ ეს პრეტენზიები რეალობასთან მთლად შესაბამისობაში არ მოდის და ახლა მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ დაადასტურეს, რომ „მესამე ძალას“ გრიგოლ ვაშაძე უერთდება.