„სტრატეგია აღმაშენებელში“ ადასტურებენ, რომ „მესამე ძალას“ გრიგოლ ვაშაძე უერთდება
„სტრატეგია აღმაშენებელში“ ადასტურებენ, რომ „მესამე ძალას“ გრიგოლ ვაშაძე უერთდება

ჩვენ პირველი ნომრით წარვდგებით ამ არჩევნებზე, რომლის ნაწილიც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, ცალკეული ინდივიდები, მათ შორის იქნება ბატონი გრიგოლ ვაშაძეც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მესამე ძალა“ პირველ სექტემბერს დაასახელებს კანდიდატებს.

„მესამე ძალა“ არის თავისუფალი, ღია პლატფორმა, რომელშიც გაერთიანდებიან, როგორც პოლიტიკური ძალები, ისე ცალკეული ინდივიდები, წარმატებული პროფესიონალები. ხვალ იქნება კამპანიის გახსნა, „მესამე ძალის“ პრეზენტაცია. ჩვენ პირველი ნომრით წარვდგებით ამ არჩევნებზე, რომლის ნაწილიც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, ცალკეული ინდივიდები, მათ შორის იქნება ბატონი გრიგოლ ვაშაძეც. კანდიდატებს ჩვენ პირველ სექტემბერს დავასახელებთ, ხვალ ზოგადად „მესამე ძალის“ წარდგენა იქნება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

დატოვე კომენტარი