შალვა პაპუაშვილი - შტურმის იდეაზე საუბარი ზედმეტია, ვინც დღეს კანონს გარეთაა გასული, ნიკა მელიაა
შალვა პაპუაშვილი - შტურმის იდეაზე საუბარი ზედმეტია, ვინც დღეს კანონს გარეთაა გასული, ნიკა მელიაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიასთან დაკავშიებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებს. მისივე თქმით, ნიკა მელია კანონს არ ემორჩილება და ცდილობს, სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულოს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილი ამბობს, შტურმის იდეის სხვაზე გადბრალება ზედმეტობაა.

„რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვუყურებთ, ისინი აფერხებენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, გასული არიან კანონს გარეთ, ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას ხელს უშლის. ვინმეზე გადაბრალება, შტურმის იდეა ზედმეტია. ვინც დღეს დღეს კანონს გარეთაა გასული, ნიკა მელიაა და ის მხარს უჭერს, რომ არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.