შალვა პაპუაშვილი - საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის მიერ კრიტიკულად იქნება აღქმული, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის მიერ კრიტიკულად იქნება აღქმული, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დგამს, ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, რუსეთის მიერ კრიტიკულად იქნება აღქმული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს მიერ ჟენევაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში“.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს მისი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, რუსეთის მიერ კრიტიკულად იქნება აღქმული, ვინაიდან რუსეთს ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს. შესაბამისად, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკულად აღქმული იქნება, მაგრამ ჩვენ რუსეთის დღის წესრიგით არ ვმოქმედებთ. ჩვენ ქვეყნის ინტერესებს, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესებს ვუყურებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.