შალვა პაპუაშვილი - საჯარო დაწესებულების პიკეტირება არის კანონის დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობა“ პატივს არ სცემს მოქალაქეებს, კანონს
შალვა პაპუაშვილი - საჯარო დაწესებულების პიკეტირება არის კანონის დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობა“ პატივს არ სცემს მოქალაქეებს, კანონს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა შენობების პიკეტირებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, საჯარო დაწესებულების პიკეტირება არის კანონის დარღვევა.

„ეს მორიგი სიყალბეა, რადგან ერთ აბზაცში ამბობენ, რომ აქცია იქნება კანონის შესაბამისი და მეორე მხრივ, აცხადებენ, რომ იქნება პიკეტირება. ყველას შევახსენებ, საჯარო დაწესებულების პიკეტირება არის კანონის დარღვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, შესაბამისი რეაგირება იქნება. საქმე არის მარტივად – ხალხმა 2020-2021 წლების არჩევნებში თავისი ხელისუფლება აირჩია როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ნებისმიერი პირი, რომელიც საჯარო დაწესებულების ბლოკირებას ახდენს, ხელს უშლის ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელებას. ეს არის კანონდარღვევა და ხალხის ინტერესშია, რომ ასეთი ქმედება აღიკვეთოს. ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება. პროცესი მიდის იქით, რომ კიდევ ერთხელ ცდილობენ, კონსტიტუციური ფარგლებიდან გავიდნენ. იმავეს გვიმტკიცებენ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთაზე, ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ მათი პოლიტიკური მიზნისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, მათთვის არის ლეგიტიმური. კანონის პატივისცემა ევალება ყველას, ვინც კანონს არღვევს, პატივს არ სცემს ხალხს. „ნაციონალური მოძრაობა“ პატივს არ სცემს მოქალაქეებს, კანონს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი