ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ ვაპირებთ კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას, საჭირო იქნება? გზას გადავკეტავთ, საჭირო იქნება შენობების პიკეტირება? ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანი
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ ვაპირებთ კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას, საჭირო იქნება? გზას გადავკეტავთ, საჭირო იქნება შენობების პიკეტირება? ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქცია წინააღმდეგობრივი იქნება და კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას აპირებენ.

ხაბეიშვილის განმარტებით, თუ საჭირო იქნება, გზას გადაკეტავენ, მოხდება შენობების პიკეტირებაც, თუმცა ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი.

„პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვადევნებთ თვალყურს ხელისუფლების მხრიდან განცხადებებს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ისინი ელოდებიან პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციას. ესენი ცოტა კარგად ვერ არიან, ერთი სული აქვთ, როგორ განადგურდება მესამე პრეზიდენტი ფიზიკურად, რისი შესაძლებლობაც ჩვენ არ უნდა მივცეთ.

ის, რომ დღეს აქცია არ დაიშლება, ის, რომ წინააღმდეგობრივი იქნება, ის, რომ ჩვენ კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას ვაპირებთ, ეს ცხადია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი. რაც გვაქვს კანონით, ასევე კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, გავაკეთებთ. საჭირო იქნება? გზას გადავკეტავთ, საჭირო იქნება? მაგისტრალს დავკეტავთ, საჭირო იქნება პირობითად შენობების პიკეტირება? ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი, მშვიდობიანი და მშვიდობიანი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 8 ნოემბერს, რვა საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.