შალვა პაპუაშვილი - რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები
შალვა პაპუაშვილი - რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები

რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რატომ არ ესწრება საერთაშირისო კონფერენციას, „დიდება უკრაინას“, რომელიც „თბილისი რუმსში“ მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და რადიკალიზაციას ვერ წაახალისებს.

„სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის ბანერებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. დღეს მთავარი პრობლემა რადიკალიზაციაა და რა თქმა უნდა, რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ. რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მნიშვნელოვანია, რადიკალიზაციის ნორმალიზება არ მოხდეს. ისე წარმოჩენა, თითქოს რადიკალური დღის წესრიგი რაღაცნაირად ლეგიტიმირებულია. სათქმელის მიტანის პრობლემა არ არის, ჩვენ სათქმელს ყოველთვის მივიტანთ. საქმე იმაშია, რომ არ მოხდეს რადიკალური ჯგუფების და დღის წესრიგის ნორმალიზება. პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც ახდენენ მდგომარეობის რადიკალიზაციას, ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ, დასავლურ და დემოკრატიულ მომავალს. როცა ვხედავთ, რომ ამაში მონაწილეობენ ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური წარსულიდან და ოპოზიციური აწმყოდან გამომდინარე, ანტიდემოკრატიული ჯგუფები არიან, მათ შორის, ნაწილობრივ არიან ძალადობის წამქეზებლებიც, რა თქმა უნდა, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნორმალიზებას არ მოვახდენთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისში საერთაშირისო კონფერენცია, „დიდება უკრაინას“ დღეს გაიხსნა.