თბილისში საერთაშირისო კონფერენცია, „დიდება უკრაინას“ მიმდინარეობს
თბილისში საერთაშირისო კონფერენცია, „დიდება უკრაინას“ მიმდინარეობს

თბილისში მე-6 საერთაშირისო კონფერენცია, „დიდება უკრაინას“ მიმდინარეობს, რომელიც  უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

კონფერენციას მასპინძლობენ მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

კონფერენციას ესწრებიან უსაფრთხოების რეგიონული ექსპერტები, ქართველი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესწარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკური დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნება, დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიაზე განსახილველი საკითხებია: რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; საით მიდის საქართველო; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე საქართველოში „ენდიაის“ ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონი განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია საქართველოში იმართება.

მისივე თქმით, უკრაინას ყველა ქვეყანამ უნდა შეხედოს, როგორც მოდელს გამბედაობისა, რომელიც საჭიროა დემოკრატიის დასაცავად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია იმართება საქართველოში. ეს არის შეხსენება იმ სიმამაცისა, რომელიც უკრაინელებმა აჩვენეს. უკრაინელებმა, რომლებიც ახლა იბრძვიან საკუთარი დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ჩვენ, ყველამ და მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც უნდა მიიღოს წახალისება მათგან და უკრაინას უნდა შევხედოთ, როგორც მოდელს იმ გამბედაობისა, რომელიც საჭიროა დემოკრატიის დასაცავად. მიხარია, რომ ეს კონფერენცია საქართველოში იმართება, რადგან ეს არის გამოწვევა საქართველოშიც“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.