შალვა პაპუაშვილი – პატივს ვცემ მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებას, ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
მამუკა მდინარაძემ პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძემ თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომ მიიღო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება.
„მან სხვა ინსინუაციები თავად გამორიცხა, რომელიც შეიძლება, მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი, ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა და შესაძლებლობა გქონდათ, მისგან გადაწყვეტილების ახსნა პირადად მიგეღოთ. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე ან გვიან. გადაწყვეტილებები მიღება მაშინ, როცა მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი დრო არ არსებობს. ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია. გარედან ამას ვერავინ შეაფასებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა.