შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ექსპერტიზა, გულდასაწყვეტია, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ექსპერტიზა, გულდასაწყვეტია, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს

მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა, რომ მიხვდეთ – მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და არც აპირებს ჩამოსვლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ყველას, ფოკუსირებული იყვნენ ხვალინდელ არჩევნებზე.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვხედავთ, რასთან გვაქვს საქმე. ამაზე ხომ დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ეს ნაწილია სწორედ იმის, რომ წინასაარჩევნო კამპანია არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არის მათი კამპანია – დეზინფორმაცია, ყალბი ამბები. ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ამიტომ, დღეს ამით მათ მართლაც საბოლოო ჯამში დაიმთავრეს თავი. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. მე მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა, რომ მიხვდეთ – მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და არც აპირებს ჩამოსვლას.

პრობლემა ის კი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ისაა, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს და სულ ცოტა ხანში ხომ თვითონ გაარკვევენ მისი მხარდამჭერები, რომ მან და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდო საკუთარი მხარდამჭერები. ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. პირადად მე არანაირ ექსპერტიზას არ ვაპირებ. ამას ხომ ექსპერტიზა არ სჭირდება – ეს არის უბრალოდ, საღი აზრი. ესაა პრობლემა, რომ სიტყვაზე ენდობით ადამიანს, რომელმაც 17-ჯერ დადო პირობა, რომ ჩამოვიდოდა, დადო საკუთარი ამომრჩევლებისა და მომხრეების წინაშე პირობა, რომ ჩამოვიდოდა, 17-ჯერვე მან მასხრად აიგდო საკუთარი ამომრჩეველი და რატომ უჯერებთ საერთოდ ამ ადამიანის სიტყვებს? ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ხვალინდელ არჩევნებზე. წინასწარ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს – ხვალ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, ვინ წყვეტს ამ ქვეყნის ბედს. მოდით ყველა არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ განცხადებებს, რომ სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილი, იყოს აქტიურ პოლიტიკაში. როგორც ჩანს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და გავაგრძელოთ საქმიანობა. ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად და ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დღის წესრიგით სიარული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.