შალვა პაპუაშვილი - მგონი, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ, არამედ საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენენ
შალვა პაპუაშვილი - მგონი, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ, არამედ საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენენ

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ, არამედ საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენენ.

„მგონი, „ლელოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში ყოფნით ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ და ჩვენ გამო კი არ არიან, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს. აქ არაფერ შუაშია „ქართული ოცნება“. არც ნიშნის მოგება გვჭირდება, არც ანგარიშის გაწევა. ისინი წარმოადგენენ საკუთარ ამომრჩეველს. როგორც აქამდე იყვნენ ძირგამომთხრელ მდგომარეობაში, როცა პარლამენტში არ იყვნენ, თუ უნდათ კვლავ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან საკუთარ ამომრჩეველს წარმომადგენლობაზე, ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება ხელმოწერილი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.