შალვა პაპუაშვილი - მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი კანონიერ ფარგლებში წარიმართება
შალვა პაპუაშვილი - მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი კანონიერ ფარგლებში წარიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი კანონიერ ფარგლებში წარიმართება.

„სასამართლო კანონიერ ფარგლებში წარიმართება. მაშინაც ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, რომ ეს პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, თუმცა მთელმა საქართველომ იხილა, რომ ის შუამდგომლობა, რომელიც დააყენა ადვოკატმა, დაკმაყოფილდა ნიკა მელიას სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. აქ რაიმე პოლიტიზებაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება მელია, ხომ არ გაჩნდება დამატებითი სივრცე მოლაპარაკებებისთვის, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მთავარი პრობლემაა, რომ ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ.

„ვერ გეტყვით. საერთო ჯამში მოლაპარაკებების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ. სურთ არეულობა, რათა დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით, ანუ არჩევნების გვერდის ავლით მიიღონ ძალაუფლება. ეს არის მთელი აზრი ამ მდგომარეობის, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს. ამიტომ ნიკა მელია ციხეში იქნებ, ციხის გარეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება არ იქნება, ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ დეტალებია და საბაბია, რათა რაიმე მღელვარება ააგორონ. ამიტომ ამას დიდი გავლენა მათ ზრახვებზე არ ექნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი