შალვა პაპუაშვილი – იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს
იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„არ ვაპირებ, ჩავერიო საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, „ლე ფიგაროსთვის“ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი ათი გამოკითხულიდან ექვსი ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა. კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან წასვლას რესპონდენტთა 61% უჭერს მხარს.
Not that I intend to interfere in French domestic politics but considering that 61% of the French support President Macron’s resignation and 50% want the dissolution of the National Assembly, new elections could be a good way out of the political crisis.https://t.co/u6Tu9eupo0 https://t.co/auzvvPQHk0
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) January 7, 2025