„ლე ფიგაროსთვის“ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი 10 გამოკითხულიდან ექვსი ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა
„ლე ფიგაროსთვის“ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი 10 გამოკითხულიდან ექვსი ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა

გამოცემა Le Figaro-სთვის Odoxa-Backbone Consulting-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი 10 გამოკითხულიდან ექვსი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა.

კერძოდ, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან წასვლას რესპონდენტთა 61% უჭერს მხარს. ეს დეკემბრის მაჩვენებელზე – ორი პუნქტით, ხოლო სექტემბრის მაჩვენებელზე 7 პუნქტით მეტია. შესაბამისი გამოკითხვა 2 და 3 იანვარს ჩატარდა.

ამასთან, გამოკითხულთა 71 %-ს აშფოთებს პრეზიდენტი, 65% კი მიიჩნევს, რომ ის არ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული.

ამავე გამოკითხვით, რესპონდენტთა 86% ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონს მიმდინარე წელს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მოუწევს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფრანსუა ბაირუ დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა კაბინეტს, რომელსაც მიშელ ბარნიე ხელმძღვანელობდა, ქვეყნის ბიუჯეტის გარშემო დავის გამო პარლამენტმა ნდობა აღარ გამოუცხადა.