შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე.
დასკვნა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა.
ამასთან, წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები.
რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში.
კერძოდ, პროექტში უკვე გათვალისწინებულია:
- ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი)
- საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვა
- საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალულია დაყოვნება და ამომრჩევლების აღრიცხვა. დარღვევისთვის სანქციის დაწესება (2000 ლარი)
- უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება
- საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა
- ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების, და ასევე, უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრება.
დამატებით, ჩვენ
- ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს
- ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10%-ის ავტომატურ გადათვლას, იმის მიუხედავად არსებობს, თუ არა საჩივარი
- ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს
ამასთან, როგორც იცით, კანონპროექტი ეუთო/ოდირს დასკვნისთვისაც გაეგზავნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.
ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.
❗დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე.
🇬🇪 დასკვნა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on პარასკევი, 05 მარტი, 2021