შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი გარემო, რომელიც უზრუნველყო საქართველოს ხელისუფლებამ
შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი გარემო, რომელიც უზრუნველყო საქართველოს ხელისუფლებამ

ჩვენ გვექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, მათ შორის, ევროკავშირის წევრებთან შედარებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისა და სავალუტო ფონდის პროგნოზის შეფასებისას განუცხადა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი კარგი შედეგებით დასრულდა 2023 წელი ეკონომიკურადაც და, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზიც მეტყველებს, რომ ეკონომიკური ზრდით 2024-2028 წლებში საქართველო იქნება ლიდერი კანდიდატ ქვეყნებში და, ზოგადად, ევროპაშიც. ამიტომ ესეც პერსპექტივაში გვაჩვენებს, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, მათ შორის, ევროკავშირის წევრებთან შედარებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი გარემო, რომელიც უზრუნველყო საქართველოს ხელისუფლებამ.

„რომ არა „ქართული ოცნება“, რომ წავსულიყავით იმ სცენარით, რომელსაც გვკარნახობდა ოპოზიცია და რომელსაც გვკარნახობდა ზოგიერთი მათი უცხოელი მფარველი, საქართველო დღეს იქნებოდა ჩაბმული ომში, საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურ კრიზისში და სანქციების კორიანტელში ჩვენი მხრიდან რუსეთისკენ, რუსეთის მხრიდან – ჩვენი მიმართულებით და არათუ შვიდპროცენტიანი ზრდა, არამედ გათვლილად ვიცით უკვე,  დადასტურებულად, კვლევებით, რომ გვექნებოდა ათპროცენტიანი ვარდნა. ამიტომ ეს არის შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა დაუჯერა და გაჰყვა „ქართულ ოცნებას“ და უარი უთხრა ოპოზიციას იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელიც გულისხმბოდა საქართველოს ჩართვას ომში და საქართველოს დაყენებას ეკონომიკური კატასტროფის წინაშე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.