საქსტატი - 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.