შალვა პაპუაშვილი - ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა დონორებს, რომ კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას
შალვა პაპუაშვილი - ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა დონორებს, რომ კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“.

„ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს ის ყველაფერი, თუ რა დამოკიდებულება აქვს რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ წარმომადგენელს თავისი ქვეყნის მიმართ. ეს ხალხი იყო ზუსტად, ვინც ამბობდა, რომ არ უნდა მოეცათ კანდიდატის სტატუსი, ეს ხალხია, რომლებიც ახლა ითხოვენ სანქციებს საქართველოსთვის. არანაირი პატრიოტული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ არ აქვთ. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. დიდი ხანია, ცნობილია რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.