შალვა პაპუაშვილი – ძლიერ ვწუხვარ პატივსაცემი და ენერგიული ევროპელი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძლიერ ვწუხვარ პატივსაცემი და ენერგიული ევროპელი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
მშვიდად განისვენეთ, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
I am deeply saddened by the loss of a respected and passionate European politician, European Parliament President David Sassoli. My heartfelt condolences to his family, friends and colleagues. Rest in Peace, Dear President @EP_President
— Shalva Papuashvili (@shpapuashvili) January 11, 2022
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა. დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. მას აღნიშნულ პოსტზე ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.