ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, 65 წლის დავიდ სასოლი საავადმყოფოში 26 დეკემბერს მოათავსეს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბოლო კვირებში ის სტრასბურგში პარლამენტის სხდომებს ვერ თავმჯდომარეობდა, ხოლო სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა გამოტოვა.

იტალიელი სოციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ფლორენციიდან დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მას აღნიშნულ პოსტზე ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.

დატოვე კომენტარი