შალვა პაპუაშვილი – დაე, ამ ისტორიულმა მიღწევამ მოუტანოს გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს მოძმე უკრაინელ და მოლდოველ ერებს

23:21, 23.06.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

„ძვირფასო მეგობრებო, გულითადი მილოცვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. დაე, ამ ისტორიულმა მიღწევამ მოუტანოს გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს მოძმე უკრაინელ და მოლდოველ ერებს“,- წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

 

მსგავსი