შარლ მიშელი – ევროკავშირის საბჭომ ახლა გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას
ევროკავშირის საბჭომ ახლა გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ეს ისტორიული მომენტია.
„დღეს გადამწყვეტი მომენტია თქვენს გზაზე ევროკავშირისკენ. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, მაია სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა“, – წერს შარლ მიშელი.
Agreement. #EUCO has just decided EU candidate status to Ukraine and Moldova.
A historic moment.
Today marks a crucial step on your path towards the EU.
Congratulations @ZelenskyyUa and @sandumaiamd and the people of Ukraine 🇺🇦 and 🇲🇩
Our future is together.
— Charles Michel (@CharlesMichel) June 23, 2022