შალვა პაპუაშვილი - „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ფრანგებს“ - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოს დაუწუნა „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მუხლის მეოთხე პუნქტი
სხვა ქვეყნებს როცა სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პასუხს.
„„აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა.
სხვა ქვეყნებს როცა სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.