შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები უკვე შეთანხმებულია
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები უკვე შეთანხმებულია

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პლენარულ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსის“ ძირითადი ტექსტი შეთანხმდება.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები უკვე შეთანხმებულია

„დღეს, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენა იქნება და „საარჩევნო კოდექსის“ ძირითადი ტექსტი შეთანხმდება. ეს იყო რამდენიმეთვიანი პროცესი, რომელიც დაიწყო პარტია „მოქალაქეებთან” ერთად და რეფორმის 95 პროცენტი არის სწორედ იმ მემორანდუმის საფუძველზე შედგენილი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შედეგად რეფორმაში აისახა. კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვამ გვაჩვენა, რომ არ არსებობს პრინციპული საკითხები, რომლებიც უკვე არ შეთანხმდა. რა თქმა უნდა, დარჩება საკითხები, რომლებიც ვერ შეთანხმდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პარტიების ერთობლივი შრომის შედეგი, მთავარია, მის არსსა და პრინციპებში ვთანხმდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიცია და მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც იმსჯელებენ იმ შეუთანხმებელ საკითხებზე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრის შემდეგ კი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე გავა.