შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის თებერვლიდან ბრიუსელი ითხოვდა სანქციებს, საზღვრების ჩაკეტვას, საქმე რომ ცუდად წასულიყო, რას მივიღებდით? მხოლოდ საჯარო განცხადებას X-ზე
შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის თებერვლიდან ბრიუსელი ითხოვდა სანქციებს, საზღვრების ჩაკეტვას, საქმე რომ ცუდად წასულიყო, რას მივიღებდით? მხოლოდ საჯარო განცხადებას X-ზე

2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები: დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. საქმე ცუდად რომ წასულიყო, რას მივიღებდით, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა.

„2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები: დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა. და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

პარიზში „ვაიმარ+“-ის ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის საკითხზე ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპას ცენტრალური როლი უნდა ჰქონდეს. როგორც კაია კალასმა აღნიშნა, უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა.