შალვა ნათელაშვილი - 11 აპრილს ბიძინა ივანიშვილი სახალხო შინაპატიმრობაში იქნება აყვანილი
შალვა ნათელაშვილი - 11 აპრილს ბიძინა ივანიშვილი სახალხო შინაპატიმრობაში იქნება აყვანილი

ტაქსების მიმდინარე რეფორმას 11 აპრილს სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გავაპროტესტებთ და ის სახალხო შინაპატიმრობაში იქნება აყვანილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ამ აქციიდან ვაცხადებ, სადაც ივანიშვილმა კიდევ ერთხელ იძალადა, ბრძოლა არ გაჩერდება. ჩვენ დავიცავთ ტაქსის მძღოლების უფლებებს, დავიცავთ ერისა და სახელმწიფოს უფლებებს. აქ ხო დაშალეს აქცია, შემდგომი აქცია ივანიშვილის სასახლესთან სოლოლაკში გაიმართება და ის იქნება აყვანილი სახალხო შინაპატიმრობაში. 11 აპრილს ვიკრიბებით ივანიშვილის სასახლესთან. ვისაც სისხლი უჩქეფს და უნდა, სამშობლო გადარჩეს, სახალხო პატიმრობაში ავიყვანოთ ივანიშვილი, დავბლოკოთ მისასვლელ-მოსასვლელი გზები და დავიწყოთ ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

აქციის მონაწილეები დღეს „ვაგზლის მოედნიდან“ მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და საპროტესტო აქციას აგრძელებენ. ისინი მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას აპროტესტებენ.