„ლესტერ თაიგერსი“ და ქართველი კვაჭი შალვა მამუკაშვილი შეთანხმდნენ მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის მის დასრულებამდე შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ბორჯღალოსანი“ „თაიგერსს“ 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და დებიუტი „ბრისტოლ ბეარზის“ წინააღმდეგ ჰქონდა. მამუკელაშვილმა საქართველოს ნაკრების კვართი 79-ჯერ მოირგო.
„იმ მიზეზების გამო, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, შემადგენლობა ფორმას იცვლის და წინსვლას განვაგრძობთ. ღია ურთიერთობა გვქონდა გუნდის წევრებთან იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ განვითარების გეგმას,“ – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
საგულისხმოა, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტულ მიზეზზე კლუბის განცხადებაში საუბარი არ არის.
მამუკელაშვილმა გუნდი უკვე დატოვა და შესაბამისად 2020/21 წლების მატჩებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.