მამუკაშვილი „ყოჩებში“ დაბრუნდა
მამუკაშვილი „ყოჩებში“ დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი შალვა მამუკაშვილი საკლუბო კარიერას საქართველოში გააგრძელებს. 29 წლის მორაგბე ბოლნისის „ყოჩებში“ ითამაშებს.

„ყოჩები“ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზეა. ამ გუნდის ღირსებას მამუკაშვილი 2008-2012 წლებში იცავდა, რის შემდეგაც „არმიის“ რიგებში გამოდიოდა. პირველი უცხოური კლუბი, სადაც ქართველმა ჰუკერმა ითამაშა ინგლისური „სეილ შარკსი“ იყო, რის შემდეგაც შოტალნიურ „გლაზგოში“, ფრანგულ „მონპელიეში, „ტულონში“, ასევე პრო დე2-ში „კარკასონის“ შემადგენლობაში თამაშობდა. მოგვიანებით მამუკაშვილი კვალვ საქართველოში „ლოკომოტივის“ ღიღსებას იცავდა, ბოლოს კი კრასნოიარსკის „ენისეიში“ ირიცხებოდა.

შალვა მამუკაშილს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მაისურით 71 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 ლელოს ავტორია.