შალვა გოგოლაძე - ყველას მოვუწოდებთ, რაგბის კავშირის არჩევნებისას  დაიცვას რაგბის ოჯახის ღირსება [ვიდეო] #1TVSPORT
შალვა გოგოლაძე - ყველას მოვუწოდებთ, რაგბის კავშირის არჩევნებისას დაიცვას რაგბის ოჯახის ღირსება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რაგბის არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობაა ჩანიშნული.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებს და ყველას მოუწოდებს, საარჩევნო ყრილობა ხვალ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

ასევე, თავი აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს და დაიცვან რაგბის ოჯახის ღირსება. სამინისტრო ყოველთვის ყველა სპორტულ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის შემთხვევაში იმოქმედოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

ნებისმიერი დაპირისპირება ეწინააღმდეგება, როგორც სპორტულ პრინციპებს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს კანონებს. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დაპირისპირება, მით უმეტეს წინასწარ გაცხადებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.