საქართველოს რაგბის კავშირი 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს #1TVSPORT
საქართველოს რაგბის კავშირი 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს #1TVSPORT

საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშნული, ნამდვილ წევრთა კრების (ყრილობა) ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამ ქმედებებიდან გამომდინარე არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა!

აგრეთვე მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ 10 მარტს, ექსპო ჯორჯიაში გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ წესრიგის დაცვა“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.