შალვა ბურჯანაძე ესტონეთის ჩემპიონატში ითამაშებს – ქართველი მცველი „ტრანს ნარვამ“ წარადგინა #1TVSPORT
ქართველმა მცველმა, შალვა ბურჯანაძემ „ტრანს ნარვასთან“ კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას ესტონური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. 25 წლის ცენტრალურმა მცველმა, შალვა ბურჯანაძე „ტრანს ნარვასთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა, ის გუნდში ოთხნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ბურჯანაძე აქამდე მხოლოდ ქართულ კლუბებში გამოდიოდა – ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ასევე უთამაშია მარტვილის „მერანში“, წყალტუბოს „სამგურალში“ და საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“, სადაც ზაფხულიდან ესტონელებისთვის კარგად ნაცნობი ქართველი ფეხბურთელი, ზაქარია ბეგლარიშვილიც ასპარეზობდა.
2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე შალვა ბურჯანაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. მან 19-წლამდელთა ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა, 18-და 20-წლამდელთა ნაკრებებში – თითო მატჩი, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორმა სამჯერ მოირგო.