ნიდერლანდელი სპეციალისტი პატრიკ ვან ლეუვენი დონეცკის „შახტარის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. მასთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
ვან ლეუვენი 36-ე მთავარი მწვრთნელი გახდა უკრაინული კლუბის ისტორიაში. 2006-13 წლებში ნიდერლანდელი „შახტარის“ აკადემიაში კოორდინატორად და დირექტორად მუშაობდა.
2022-23 წლების სეზონში ვან ლეუვენი „ზარიას“ ავარჯიშებდა და ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.