სფფ-ის ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება 29 დეკემბერს ონლაინ-რეჟიმში გაიმართება #1TVSPORT
სფფ-ის ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება 29 დეკემბერს ონლაინ-რეჟიმში გაიმართება #1TVSPORT

ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება Gff Awards2021 29 დეკემბერს გაიმართება, მაგრამ პანდემიის გამო, ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება, – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ეს გადაწყვეტილება საკუთარ გვერდზე გამოაცხადა.

წლის საუკეთესოების დაჯილდოების ამბებს სფფ „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“-გვერდებზე განათავსებს. Gff Awards2021-ზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯილდოებს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ამპლუების მიხედვით გამორჩეულებს.

პრიზები ასევე გადაეცემათ საუკეთესო მწვრთნელსა და მოთამაშეს ფუტსალსა და ქალთა ფეხბურთში, საუკეთესო მსაჯს, წლის საუკეთესო გოლის ავტორს, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელს.

GFF Awards-ზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციად დაამკვიდრა ასევე ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდოების გადაცემა.

წლის რჩეულების გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე – სპორტული მედიის წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები.