სფფ-ის წარმომადგენელი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მიავლინეს
სფფ-ის წარმომადგენელი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე მიავლინეს

თამარ ჭიჭინაძე უეფა-მ ევროპის ლიგის შეხვედრაზე მატჩის დელეგატად მიავლინა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი უეფა-მ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე დანიშნა, სადაც ჰოლანდიურმა „პსვ ეინდჰოვენმა“ „რუსენბორგს“ უმასპინძლა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე სფფ-ის წარმომადგენელი მრავალი წელია, უეფა-ს დელეგატად მუშაობს. თუმცა ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე პირველად იმუშავა და ზოგადად, პირველი ქართველი ქალია, რომელიც უეფა-მ ამ როლში ევროპალიგაზე მიავლინა.