სეზონის იმედგაცრუებათა სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი მოთამაშე პრემიერლიგიდანაა
სეზონის იმედგაცრუებათა სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი მოთამაშე პრემიერლიგიდანაა

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) გამოაქვეყნა გასული სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრების საკუთარი ვერსია.

სიაში 11 მოთამაშეა, რომლებმაც ვერ გაამართლეს გაცემული ავანსები. ყველანი ტოპ-ლიგების წარმომადგენლები არიან, ყველაზე მეტი ასეთი ფეხბურთელი კი ინგლისის პრემიერლიგას ჰყავს.

2017-18 წლების იმედგაცრუებათა ნაკრები ასეთია:

ლორის კარიუსი – ვიქტორ ლინდელოფი, ლეონარდო ბონუჩი, ბენედიქტ ჰიოვედესი – განსო, ტიმე ბაკაიოკო, უესლი სნეიდერი, მესუთ იოზილი – ალექსის სანჩესი, ლუსიანო ვიეტო, კელეჩი იჰეანაჩო.