ანტონიო კონტე - ჯეკოს დამატება კლუბისთვის არ მითხოვია 
ანტონიო კონტე - ჯეკოს დამატება კლუბისთვის არ მითხოვია 

ბოლო დროს მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ „ინტერსა“ და „რომას“ შორის გაცვლა მზადდება. sky sports-ის მიხედვით გუნდებმა ერთმანეთში ალექსის სანჩესი და ედინ ჯეკო უნდა გაცვალონ.

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს თქმით, მას კლუბის ხელმძღვანელობისთვის ჯეკოს დამატება არ უთხოვია:

„მე კლუბის მფლობელებისათვის არაფერი მითხოვია. ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთელები უნდა შევინარჩუნოთ სეზონის ბოლომდე. ჯეკოს შესახებ საუბარს არ ვაპირებ, რადგან ის „რომას“ ფეხბურთელია და მე პატივს ვცემ ამ გუნდს და ჩემს ფეხბურთელებს. არავინ აპირებს კლუბიდან წასვლას, მანამ სანამ ვინმე უკმაყოფილო იქნება და ტრანსფერის შესახებ არ მოგვმართავს.

თუ ჩვენ გვექნება შანსი რაიმე გავაკეთოთ ფულის დახარჯვის გარეშე, მაშინ შესაძლოა ჩვენ ეს გავაკეთოთ. არ მინდა, რომ ეს ჩემი ფეხბურთელებისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. სანჩესი არის ჩვენი ფეხბურთელი და ის უნდა იყოს ბოლომდე კონცენტრირებული“, – აღნიშნა კონტემ.

„ინტერმა“ რამდენიმე დღის წინ „დერბი დელა მადონინაში“ „მილანი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და იტალიის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა.