სეზონის განმეორებით შეჩერების შემთხვევაში, იტალიაში პლეი ოფი ჩატარდება
სერია A-ს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და სხვა ლიგების ხელმძღვანელებმა ჩაატარეს კრება, სადაც განიხილეს სეზონის გაგრძელების გეგმები.
ფუნქციონერებმა გამოიტანეს გადაწყვეტილება – თუ ჩემპიონატის გაჩერება მეორედაც მოუწიათ, სეზონს პლეი ოფის სისტემით დაასრულებენ. პლეი ოფს ცალ-ცალკე გაითამაშებენ გათამაშების ცხრილის ზედა და ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ვარიანტიც არარეალიზებული იქნება, მაშინ საბოლოო ადგილებს სპეციალური კოეფიციენტების მიხედვით გაანაწილებენ.
ორი დღის წინ დაიწერა, რომ იტალიაში 20 აგვისტოს აპირებენ სეზონის დასრულებას, შემდეგ სეზონს კი 1 სექტემბერს დაიწყებენ.